საქართველოს პირველი არხის ინტელექტუალური თამაშის „ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანის?“ გუნდმა და მონაწილე ბავშვებმა დიღმის ტყე პარკში უპატრონო ძაღლებისთვის პატარა სახლები დადგეს. ღონისძიებაში საბავშვო გადაცემაში მონაწილე, თბილისის სხვადასხვა სკოლის ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი უპატრონო ცხოველთა სახლები, რომლებიც მონაწილეებმა თავად მოხატეს, თბილისის სხვადასხვა უბანში დაიდგმება. ღონისძიება ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.
ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი