შინაური ცხოველების უფლებები მალე კანონმდებლობით იქნება დაცული

შინაური ცხოველების უფლებები მალე კანონმდებლობით იქნება დაცული. პარლამენტი სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც 2020 წლამდე უნდა ამოქმედდეს. დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ის რეგულაციებია გაწერილი, რომლებმაც ცხოველები არასათანადო მოპყრობისგან უნდა დაიცვას და მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები უნდა უზრუნველყოს. დოკუმენტის ერთი ნაწილი უპატრონო ცხოველებს ეხება და მუნიციპალიტეტებს მათთვის სპეციალური თავშესაფრების მოწყობას ავალდებულებს.

ლიზა ზუბაშვილი გიამბობთ.