თავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება

თავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულები  ბოლო თვეებს ნაწილობრივ საპატიმრო რეჟიმში გაატარებენ. სასჯელის ამოწურვამდე დარჩენილი ერთი წელი და დაბალი ან საშუალო რისკის კატეგორია – ეს მთავარი კრიტერიუმებია მათთვის, ვისაც ცვლილება შეეხება. ამასთან, აუციელებელია თავად მსჯავრდებულის სურვილი. საცხოვრებელ საკნებში 100-ზე მეტი პატიმარი უკვე განაწილდა. ინიციატივის მიზანი პატიმრების რესოციალიზაცია, სააპატიმროდან სამუშაო ადგილის მოძიების ხელშეწყობა და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაა.

გიორგი კობერიძემ დაათავლიერა სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება.