მოძრაობა „თავისუფალი მარში“ კახეთში აქციებს მართავს. საპროტესტო მსვლელობით ისინი საგარეჯოში და გურჯაანში იმყოფებოდნენ, საიდანაც ყვარელში გადაინაცვლეს. მათი ძირითადი მოთხოვნა, რვა მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. მოძრაობის წევრებმა, ტრანსპარანტებით, შეძახილებით და სიგნალებით ცენტრალური ქუჩები მოიარეს და ადგილობრივებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს. „თავისუფლების მარშის“ წევრებმა საგარეჯოს, გურჯაანის და ყვარლის შემდეგ მსვლელობა თელავში გამართეს.