საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებმა, საზოგადოებაში გააჩინა მოთხოვნა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენაზე. საჯარო სივრცეში სულ უფრო აქტიურად განიხილება ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის აუცილებლობა. ამომრჩევლებში შეინიშნება ერთგვარი ფრუსტრაცია არსებული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. როგორი შეიძლება იყოს მესამე პოლიტიკური ძალა და რა საზოგადოებრივ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს იგი, ამის შესახებ ტატო ხუნდაძე მოგვითხრობს რუბრიკაში საავტორო ხედვა
თავისუფალი ხედვა