„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანია

მცხეთაში, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

შეკრებილებს სიტყვით პარტიის წევრებმა, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა მიმართეს და ამომრჩეველს მოუწოდეს 2 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთონ. „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოციალურ საკითხებზე ორიენტირებისა და პოლარიზაციის დასრულების პირობას დებს.