წინასაარჩევნო შეხვედრებსა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს „თავისუფალი საქართველო“. პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებთან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და ასევე განაცხდა, რომ სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომელიც ქვეყანაში მევახშეობას აკრძალავს. შეხვედრაზე იმყოფებოდა „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც. მალხაზ ფილაურის თქმით, კახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უმუშევრობის, უიმედობისა და ხვალინდელი დღის შიში უნდა დასრულდეს.