ხელისუფლებისთვის უცხოელი პარტნიორების კრიტიკულ გზავნილებზე პასუხია ის მაჩვენებელი, რომელმაც საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო რეიტინგში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
„ატლანტიკურმა საბჭომ“ ჩვენს ქვეყანას მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში მიუჩინა ადგილი. რეიტინგის შედგენის დროს რამდენიმე კრიტერიუმს ეყრდნობიან, მათ შორისაა სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა. თავისუფალი სტატუსის მქონე ქვეყნების კატეგორიაში 45 ქვეყანაა დასახელებული. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამონათვალში ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის ერთადერთია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეიტინგი წინა წლის მონაცემების მიხედვით შედგა, საქართველოს დაწინაურებულ პოზიციას და კარგ შედეგს არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ პოლიტიკურ სპექტრში.