გამოძიების პირველად ვერსიამდე ტრამპის მკვლელობის მცდელობის მოტივი პოლიტიკურ წრეებში ყველაზე აქტუალური საკითხია.
„რესპუბლიკელები“ მომხდარს „დემოკრატების“ საარჩევნო გზავნილებს და გამძაფრებულ რიტორიკას უკავშირებენ. წინა საარჩევნო მარათონში მყოფ ქვეყანაში დაპირისპირებული მხარეები თანხმდებიან, რომ პოლარიზაციის დონე უკიდურესად არის გაზრდილი. პოლიტიკური აქტორების აზრით, სწორედ პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმა უნდა იყოს ახლა გამოყენებული დაძაბულობის შესამცირებლად და საზოგადოების ერთიანობის უზრუნველსაყოფად.
14 ივლისის შემზარავი შემთხვევა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა საქართველოშიც. აშშ-დან ბოლო პერიოდში მიღებული მკაცრი გზავნილების და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ურთიერთობის გადახედვის ფონზე, ორი დღის წინანდელი თავდასხმის შეფასებამ მთავარი პოლიტიკური აქტორები ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დააპირისპირა.