ტანკერებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რუსეთი შეშფოთებულია ომანის ყურეში არსებული დაძაბულობით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში ვითარების ხელოვნური დაძაბულობა ამერიკის შეერთებული შტატების ირანოფობიური განწყობითაა გამოწვეული. ამერიკის შეერთებული შტატები კი ომანის ყურეში ნავთობმზიდებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს და თეირანის ბრალუელობის დამადასტურებელ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.
ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმა დაგმო გაერო-ს უშიშროების საბჭომ. ინციდენტის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 4 %-ით გაიზარდა.
ქეთი ჩოხელის სიუჟეტი.