სლოვაკეთის პრემიერის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ჭრილობების გამო რობერტ ფიცოს ხუთსაათიანი ოპერაცია დასჭირდა. სამუდამო პატიმრობა ემუქრება 71 წლის მამაკაცს, რომელიც პრემიერ-მინისტრს მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ მოქალაქეებთან მისალმების დროს დაესხა თავს. თავდასხმის მოტივად მან მთავრობის პოლიტიკური კურსი დაასახელა. რობერტო ფიცო და მისი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტია „სმერი“ ქვეყანას 2023 წლის შემოდგომიდან მართავს. მოქმედი პრემიერი მთავრობის მეთაურის პოსტს მესამედ იკავებს. სწორედ ბოლო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებული გარემოა. ფიცოს მმართველობას არაერთი რეზონანსული გადაწყვეტილება და ინიციატივა უკავშირდება. სლოვაკეთში დაძაბულობის ესკალაციის მიზნით გარკვეულ ზომებს იღებენ – პრეზიდენტი ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს და საკუთარ სასახლეში იწვევს.