თავდასხმა დონალდ ტრამპზე - რობერტ ფიცოს გამოხმაურება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ერთმანეთს „ზუსტი ასლივით“ ჰგავს. რობერტ ფიცო წერს: „ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გაჩუმებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი დავინახავთ საუბრებს შერიგების აუცილებლობაზე, დამშვიდებასა და პატიებაზე“,- წერს ფიცო. შეგახსენებთ, რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. თავდამსხმელი 71 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა. დაკითხვაზე თავდასხმის მიზეზად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.