თავდასხმა ჟურნალისტებზე - გამოკითხვები საგამოძიებო უწყებაში

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებიდა ტელეკომპანია „იმედის“ ორი ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი, რომელსაც აქციის მონაწილეები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ადგილი ჰქონდა მიკროფონის წართმევის და ტერიტორიიდან გაგდების მცდელობებს. ასევე დღესვე, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორმა, რომელიც პოლიციამ აქციის გაშუქებისას დააკავა. მას მიღებული აქვს სხეულის დაზიანებები. ოპერატორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. მიღებულ დაზიანებებში ის სამართალდამცველებს ადანაშაულებს.