თავდასხმა ჟურნალისტებზე - გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე 18-19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „მოამბის“ ჟურნალისტი, შალვა სუმბაძე გამოიკითხა. საგამოძიებო უწყებაში უკვე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „იმედის“, „პოსტივისა“ და „მთავარი არხის“ თანამშრომლებიც.