თავდასხმა ჟურნალისტებზე - გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში

18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში „მოამბის“ ჟურნალისტი შალვა სუმბაძე იკითხება. ასევე უკვე დაიკითხნენ ტელეკომპანია „იმედის“, „პოსტივისა“ და „მთავარის“ თანამშრომლებიც.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე