თბილისში, ვეკუას ქუჩაზე ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენა-გაყიდვაზე ინციდენტი მოხდა. მმართველი გუნდის დეპუტატ ნინო წილოსანს სამოქალაქო აქტივისტი ანა ქარქაშაძე დაესხა თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. წილოსანის განმარტებით, ოპოზიციის აქტივისტები ბოლო პერიოდში მსგავსი ტიპის ქმედებებით გამოირჩევიან და ხალხში შუღლსა და დაპირისპირებას აღვივებენ.