პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
ცვლილებების გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალება ექნებათ. კომიტეტის ფარგლებში შეთანხმება სამ საკითხზე შედგა, რისი გათვალისწინებითაც, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები სამხედრო სამსახურის გადავადებით ისარგებლებენ.