საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
ქვეყანაში თავდაცვის მზადყფნის პროგრამა იწყება. თითოეული ბატალიონის წვრთნა სამი თვე გაგრძელდება. სწავლებაში ქვეყნის მასშტაბით ყველა ქვეითი ბრიგადა ჩაერთვება. თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და ქვეყნების მჭიდრო ურთიერთობა იყო მთავარი აქცენტები, რაზეც საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნაზე, თავდაცვის სფეროს ქართველმა და ამერიკელმა მაღალი თანამდებობის პირებმა ისაუბრეს.