თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა

ისტორიული დღე და ახალი ეპოქის დასაწყისი – ასე შეაფასა თავდაცვის მინიტრმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დაწყება.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე პროგრამის დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. პროექტი ამერიკისა და საქართველოს მხარდაჭერით ტარდება. თითოეული ბატალიონის წვრთვნა სამი თვე გაგრძელდება. პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ყველა ქვეით ბატალიონს შეეხება. ცერემონიაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით  თავდაცვის მისნისტრმა, შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიმართეს. გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ პროგრამა ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.