თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ სერჟანტთა განათლების პროგრამები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სტანდარტებთან თავსებადია. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. გიორგი ანწუხელიძის სახელობის აკადემიის რიგით მეორე სამეთაურო-საშტაბო კურსი, 9 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა.