ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
თავდაცვის მინისტრი, გერმანიის თავდაცვის ძალების უფროსთან ერთად მაზარი შარიფში გერმანულ ბაზა „მარმალზე“ ჩავიდა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს, იურგენ ბროტს შეხვდა. შეხვედრისას ჩრდილოეთ ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრეს. ღარიბაშვილმა ვიზიტის ფარგლებში „მარმალზე“ დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები და ბაგრამის ბაზაზე მყოფი 43-ე ქართული ბატალიონი მოინახულა.