თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის რიტორიკა თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით, ანტისახელმწიფოებრივია. ოპოზიციური სპექტრი კი რეგისტრაციის გავლას არც დღევანდელ კენჭისყრაზე აპირებს. მათი თქმით, ცვლილებები დისკრიმინაციულია. შეგახსენებთ, 5 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც „თავდაცვის კოდექსზე“ უნდა ემსჯელათ, ვერ გაიხსნა – „ქართული ოცნების“ უმრავლესობას სხდომის გახსნისთვის საკმარისი კვორუმი არ ჰქონდა, ოპოზიციამ კი რეგისტრაცია მიზანმიმართულად არ გაიარა.