საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება.
ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, მართვის სისტემების გაუმჯობესება და აუცილებელი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა.