სასაზღვრო უსაფრთხოებაზე იმსჯელეს დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
დისკუსია დახურულ ფორმატში წარიმართა. დეპუტატებს ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მიაწოდეს. სხდომის დახურვამდე კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე თენგიზ შარმანაშვილი აირჩიეს. სხდომის შემდეგ აღინიშნა, რომ გაუმჯობესდა სასაზღვრო ავტოპარკი და კინოლოგიის სამსახურის შესაძლებლობები. არსებულ საავიაციო ფლოტს დაემატება სამი ახალი ეარბასის ტიპის ვერტმფრენი.