პრემიერმა დღეს მცირე კომენტარი გააკეთა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზეც. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება საკითხის მოგვარებაში კვლავ აქტიურად არის ჩართული.
სოფელ წილკანში, საქართველოს დაღუპული მოქალაქის ოჯახში დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იყვნენ მისული. შალვა ნათელაშვილი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს ვინც დანაშაულში მონაწილეობა მიიღო. ლეიბორისტების ლიდერი ასევე მოითხოვს, რომ მათზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდეს.
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებზე კომენტარი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმაც გააკეთა. რაც შეეხება პარლამენტის მიერ სპეციალური რეზოლუციის მიღებას. საკითხზე კონსულტაციები ხვალ განახლდება. მათ შორის იგეგმება დეპუტატების შეხვედრა საგარეო უწყების წარმომადგენლებთან.
მოამბის ინფორმაციით, უმცირესობისა და უმრავლესობის პოზიციების შეჯერების შემთხვევაში, ერთიან რეზოლუციას კენჭს ორშაბათს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიტანენ.