ტატუნაშვილის საქმეზე 40-ზე მეტი ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემას მოითხოვენ.
საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, ქურთული, ეზიდური, ბერძნული, ასურული, ებრაული, ლიტვური, უკრაინული, გერმანული, უდიური, ბელორუსული, ქისტურ/ჩეჩნური და სხვა ორგანიზაციებისა და თემების წარმომადგენლებმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს და რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდეს.
საბჭოს წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეს. განცხადებას ხელს 40-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს.