ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან
არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის პროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ერთობლივად მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის, სავიზო და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად.