ტატუნაშვილის ცხედარი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან 26 დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოასვენეს.

ცხედრის გადმოცემას, ერგნეთის საგუშაგოზე ხელისუფლების წარმომადგენლები, სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებას დოკუმენტებიც გადმოსცა, თუმცა, კონკრეტულად რა არის მასალებში ასახული, ჯერჯერობით უცნობია.

ორივე მხრიდან შუამავალი წითელი ჯვარი იყო.

საქართველოს ხელისუფლება არ ენდობა სეპარატისტული რეჟიმის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, რომელშიც წერია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.