ტატუნაშვილის ცხედარს სამხარაულის სახელობის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა

საკუთარ სახლში გადასვენებამდე, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 8 საათის განმავლობაში უტარდებოდა. პროცესში სამხარაულის სპეციალისტებთან ერთად, დამოუკიდებელი ექსპერტიც იყო ჩართული, რომელიც ოჯახმა დაიქირავა.

ჯერჯერობით უცნობია, აღენიშნება თუ არა გარდაცვლილის სხეულს რაიმე დაზიანება. ადგილზე იყვნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე დევნილთა და განსახლების მინისტრი, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს პატივი დაშვებული დროშებით და ცოცხალი ჯაჭვით მიაგეს.