ტაქსის მძღოლების ნაწილი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს. საინფორმაციო აქცია-ბრიფინგი, მათ დღეს აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. მძღოლები „ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერთან, ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა მერიის ახალი რეგულაციები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მათ ავტომობილების თეთრად გადაღებვა მოუწევთ. მათ იმ ნორმის გაუქმებაც მოითხოვეს, რომლითაც მარჯვენასაჭიანი მანქანებით მომსახურება აიკრძალება.