ლიცენზიის მქონე ტაქსების მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად სპეციალურ ვაუჩერს მიიღებენ.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ავტომობილებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს მათი გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან კი სავალდებულო გახდა, ტაქსების რეგისტრაცია.