ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მიზანი ოლიმპიურ ფესტივალზე მოხალისეობრივ საქმიანობაში სტუდენტების ჩართვაა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორმა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ბაკურიანი 2025-ის ორგანიზატორებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო პრეზენტაცია გამართეს.