რაგბის კავშირსა და „სტარტაპ ნეიროპილოტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და „ნეიროპილოტის“ დამფუძნებელმა მაია ცქიტიშვილმა მოაწერეს. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით სპორტსმენებს სპორტული მზაობა უნდა აუმაღლდეთ. ინოვაციურმა მეთოდმა ტესტირება წარმატებით გაიარა.