იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმებული დოკუმენტი თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს.
მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნესა“ და იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“. მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, გიორგი კვესიტაძემ.