აბრეშუმის თეატრში შეკრებილი აუდიტორია ხვალ ახალ დადგმას ნახავს.
„ნანკინელი ქრისტე“, – ასე ჰქვია მოცეკვავე ნათია ბუნტურის ქორეოგრაფიას, რომელიც ავტორმა იაპონელი მწერლის რიუნოსკე აკუტაგავას ნაწარმოების მოტივებზე შექმნა. პერფორმანსში მწერლის სათქმელი სხეულის ენით არის მოთხრობილი. წარმოდგენა იაპონურ კულტურას აცოცხლებს.
„ნანკინელი ქრისტე“ 2021 წლის თბილისის თანამედროვე ცეკვის ფესტივალის გამარჯვებული პროექტია.