ბოლნისის მუზეუმი გაიხსნა

ბოლნისის მუზეუმი დამთვალიერებელს ახალ სივრცეში მიიღებს.

თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში მუდმივმოქმედი ექსპოზიციაა წარმოდგენილი. ადგილზე განთავსებულია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები. საექსპოზიციო დარბაზებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, რომლებიც ძირითადად ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდანაა გადმოტანილი.