ქარხანა, რომელიც ნარჩენების გადამუშავებაზე 14 წელია მუშაობს, წარმოებას აფართოებს.
რუსთავში მდებარე ქარხანამ საერთაშორისო პარტნიორებისგან ახალი თანამედროვე დანადგარები მიიღო. „იუესაიდის“ მიერ დაფინანსებული გადაიარაღების პროცესის შედეგად საწარმო მომავალ წელს პლასტიკის გადამუშავებულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე გაიტანს. მანამდე ექსპორტი შვიდ ქვეყანაში ხდებოდა. მთავარი პრობლემა, რომელიც საწარმოს აქვს, ნედლეულის დეფიციტია, რადგან საქართველოში ნარჩენების დახარისხება არ ხდება.