„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლიდან ოთხი წლის მონაცემების მიხედვით, თამბაქოს მოხმარება 4 %-ით შემცირდა. ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა. მისი თქმით, თამბაქოს მოხმარებას თავი დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა დაანება. ალიანსის თავმჯდომარის განცხადებით, კანონმდებლობის მიმართულებით გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯი მწარმოებლებისთვის სადა შეფუთვის მოთხოვნაა. გიორგი ბახტურიძის თქმით, კანონში ცვლილებების შეტანით მიღებული სასურველი შედეგი, 2040 წლისთვის თამბაქოს მოხმარების 27 %-დან 5 %-მდე შემცირებაა.