ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ჟურნალისტ თამაზ სულაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე თვითნასწავლმა მხატვარმა 30-მდე სხვადასხვა შინაარსის ნამუშევარი წარადგინა. გამოფენის გახსნას ხელოვანის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. თამაზ სულაძისთვის ეს ამ სივრცეში მოწყობილი რიგით მეორე გამოფენაა.