კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი და რუსული ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს მედიაციისათვის და მოითხოვს დამნაშავის გადმოცემასა და მისი პასუხისგებაში მიცემას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.