„საერთაშორისო გამოძიების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. კორძაიას თქმით, ცესკო-ს მიერ 23-24 ოქტომბერს ჩატარებული აუდიტი ადასტურებს, რომ გაცილებით მეტი კითხვა არსებობს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვიდრე პასუხებია. მისივე განცხადებით, ეს დასკვნები არ ადასტურებს ტექნოლოგიურად არჩევნების სრულყოფილად ჩატარებას. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ თამარ კორძაიას განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება სურს.