თამარ კორძაიას განცხადება

ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია კახა კალაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. კორძაიას მტკიცებით 11 აგვისტოს გლდანში 36 ოჯახს ერთ ლარად უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა, რაც საარჩევნო კოდექსის 47 და და 49-ე მუხლების შესაბამისად, ამომრჩევლის მოსყიდვაა. ბრალდებას მერიაში უარყოფენ და განმარტავენ, რომ კალაძე მოქმედი მერია და ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობას ვადის ამოწურვამდე. მათივე თქმით, უკვე სამი წელია წლობით დაუკანონებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა წარმატებით ხორციელდება.