თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტზე და გამოძიების დაწყებაზე გუნდში არ უსაუბრიათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე და გამოძიების დაწყებაზე გუნდში არ უსაუბრიათ. რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა.

მისივე თქმით, უმრავლესობის დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა გიორგი მარგველაშვილი პასუხების გაცემას გაურბის. საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ პატიმრების შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ შესაძლო კორუფციის შესახებ განცხადებების და ამ საკითხის ირგვლივ შეფასებების შემდეგ ისაუბრა.