23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმის მასალები გარდაცვლილი გოგონას ოჯახსაც გადაეცემა.
თამარის მამას დღეიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი აქვს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი – ყველა კითხვას პასუხი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ უნდა გასცეს, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირაში იქნება მზად. მანამდე კი ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც.
გენო ოსიყმაშვილი ცდილობდა გახმაურებულ საქმეზე ახალი გარემოებების დადგენას.