თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. მათი განცხადებით, მცდელობის მიუხედავად, სამხარაულის ექპერტიზის ბიუროში გუშინდელი შეხვედრის დროს, ვერ მოხერხდა გარდაცვლილი პროგრამისტის ელექტრონულ ფოსტაში და სოციალურ ქსელში შესვლა. ამის გამო ადვოკატმა და ოჯახმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქმეში დაჩქარებული წესით გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალისტების ჩართვა. ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა.