ბაჩალიაშვილის ოჯახის სარჩელი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

ბაჩალიაშვილები გამოძიების შეწყვეტას აპროტესტებენ და მოითხოვენ, საქმე დაბრუნდეს გამოძიების ეტაპზე. ასევე თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. აღნიშნული საჩივრით ბაჩალიაშვილების ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ პროკურატურასაც მიმართეს, თუმცა უწყებამ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სწორედ პროკურატურის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ბაჩალიაშვილებმა საქალაქო სასამართლოში. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჩივარს არც საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურის სასამართლოს მიმართავენ.