ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში მოქმედი ვულკანია. ის დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში, დალის წყალსაცავის სამხრეთით მდებარეობს და „ტახტი-თეფას“ სახლითაა ცნობილი. ვულკანი ცხელი ლავისა და გეიზერების გარეშე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია და არაორგანული ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. ნიადაგის სიღრმიდან თიხისფერი მასა უწვრილესი ნაპრალებიდან ამოდის და მას სხვადასხვა მინერალები ერთვის.
როგორი ტურისტული პოტენციალი გააჩნია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე ტახტი-თეფას ტალახის ვულკანს და რა მოლოდინები არსებობს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსთან დაკავშირებით, – ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი კახეთიდან.