ჩინეთის სამხრეთ პროვინციებს ტაიფუნი „ჩაბა“ დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე 35 მ. წმ.-ს აღემატებოდა, ხეები მოგლიჯა და შენობები დააზიანა. სტიქიამ ერთ-ერთ ქალაქში წყალდიდობაც გამოიწვია. დაზიანებულია ავტომანქანები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სახიფათო ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქიის გამო, გასულ დღეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინური საინჟინრო გემი ჩაიძირა, სადაც 30 მეზღვაური იმყოფებოდა, მაშველებმა მათგან მხოლოდ 3-ის გადარჩენა მოახერხეს, 27 კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.