თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ავარიული სახლი ჩამოინგრა, გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარეობს.
ღამით მომხდარი ნგრევის ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების განცხადებით, წლებია შენობა ავარიულია და იქ არავინ ცხოვრობს. აღნიშნული შენობიდან ბოლო მაცხოვრებელი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიყვანეს. ნგრევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.