პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შექმნა.
საზედამხედველო ერთეული, შინაპატიმრობა მისჯილ მსჯავრდებულს საცხოვრებელ ადგილზე მყისიერად გადაამოწმებს. ეკიპაჟი შემოწმებას 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში ჩაატარებს. პირველ ეტაპზე, მონიტორინგი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.